აქცია-კონცერტი - „არა საქართველოს მიტაცებას“
„არა საქართველოს მიტაცებას!“ – ამ სლოგანით ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის, სოლიდარული მუსიკოსებისა და სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი – უბეტონო მხარეს“ ორგანიზებით ტარდება. კონცერტში 17 ბენდი თუ სოლო შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. მუსიკოსები ძველ იპოდრომზე დაგეგმილ მშენებლობებს აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნდეს. ისინი ასევე მხარდაჭერას უცხადებენ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და კონცერტის დასრულების შემდგომ, მსვლელობით სწორედ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.