აქცია ხელოვნების მუზეუმთან

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად“, – ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტის და ამომრჩეველთა განათლების საზოგადეობის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ. ხელოვნების მუზეუმის შესახებ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბოლო განცხადებით, ხელოვნების მუზეუმის აღდგენას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება და ამისთვის, 2022 წლიდან შესაბამისი ასიგნებები გამოიყოფა. მანამდე კი მუზეუმის ფონდები, მათ შორის ოქროს ფონდი სხვა სივრცეებში იქნება დროებით გადატანილი. სამინისტრომ ექსპონატების გადატანის გეგმა დღეს უნდა გამოაქვეყნოს.