აქცია კასპში

კასპის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხანაში ფილტრები მოუწესრიგებელია, ამასთან ცემენტით დატვირთული მძიმე ტექნიკა ალტერნატიული გზით არ სარგებლობს და მათ ქუჩაზე გადაადგილდება.

პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას ერთთვიან ვადას აძლევენ. „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის ფარგლებშიც, ქარხანამ შემოვლითი გზის მოწყობა უნდა დაასრულოს.

 

დატოვე კომენტარი