აქცია კანცელარიასთან

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

დაზარალებულების განცხადებით, ისინი კუთვნილი ერთჯერადი კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ზარალის ანაზღაურებას წლებია ელოდებიან, რაზეც მთავრობის წევრებისგან რეაგირებას მოითხოვენ. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკითხით დაინტერესებისკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ.