აქცია კახა კალაძის შტაბთან - ოპოზიციის შეფასება

ოპოზიცია მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და ძალადობის წახალისებაში მათ ბრალეულობაზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი გმობს ძალადობას, ხოლო მეორე მხარე აქციის მონაწილეების მხრიდან გინებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისამართით ამართლებს.

ოპოზიციაში აქციების გაგრძელების მხრივ აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებს დამხობასთან დაკავშირებით, არ უერთდება.