აქცია კახა კალაძის შტაბთან – მმართველი გუნდის შეფასება
„ქართულ ოცნებაში“ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს და მათი დავალებაა სიტუაციის ესკალაცია.