აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან
მელიქიშვილზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია დღესაც გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს აქციაზე დაკავებულ მეგი დიასამიძეს. შემდეგ კი საარჩევნო შტაბთან მსვლელობით გადაინაცვლეს. ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც, აქციის მონაწილეებმა შტაბის წინ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მოგვიანებით შეკრებილები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.