აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

თბილისის მაუდის ქარხნის ყოფილი აქციონერები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ.

500 პენსიონერი მოქალაქე, ქარხნის ყოფილ მფლობელ ირაკლი რუხაძეს მათი წილების მითხვისებაში ადანაშაულებს და ჯანდაცვის სამინისტროსგან საკითხით დაინტერესებას და დაზარალებული პენსიონერებისთვის სესხების დაბალ პროცენტში გაცემას თხოვს. აქციის მონაწილეებს სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ჟორჟოლიანი, შეხვდა. მისი განმარტებით არსებული კანონმდებლობის მიხედვით სამინისტრო დავაში ვერ ჩაერევა ვინაიდან დაზარალებულები აღარ არიან კონკრეტული საწარმოს თანამშრომლები და აღარც ირაკლი რუხაძეა მაუდის მესაკეთრე.