აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მათ დღეს სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი უწყებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტებსა და გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა.