აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

18:40, 12.02.2025

„დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან.

შეკრებილებმა ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა გააპროტესტეს. სიტყვით გამოსვლების დროს გაკეთდა განცხადებები, რომ ომიდან 32 წლის შემდეგაც კი დევნილთა უდიდესი ნაწილი ისევ საერთო საცხოვრებლებში რჩება. დევნილთა სააგენტოს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოჩამჩირედან დევნილ ზამირ კვეკვესკირის ხოვნას, რომელმაც ამავე სააგენტოს წინ 27 იანვარს თავი დაიწვა.

მსგავსი