ღირსეული პირობები დევნილებს – ამ სლოგანით საპროტესტო აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთან.
შეკრებილების განცხადებით, ამ ფორმით დევნილთა სააგენტოსთან, რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას, გამოეხმაურნენ, როდესაც 44 წლის დევნილმა თავის დაწვა სცადა. მოგვიანებით კი, მიღებული დამწვრობის შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა დევნილს, რომელიც წლებია საცხოვრებლით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ელოდება.