აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

თბილისის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება. ამ წუთებში კურიერები ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებს, მათ შორის 19 წლის კურიერს სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.