აქცია იუსტიციის სახლთან

საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას ვერ ახერხებენ.

დაკეტილია იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელი. აქციის მონაწილეები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იუსტიციის სახლთან დილიდან შეიკრიბნენ. მათ იუსტიციის სახლში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა კარები შიგნიდან ჩაკეტეს.