აქცია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან“
უმაღლესი განათლების რეფორმის გაწვევის მოთხოვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან აქცია დღესაც გაიმართა.
შეკრებილები „ქართული ოცნების“ მეირ წარმოდგენილ განათლების რეფორმას დეფორმად აცხადებენ და მას უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად განიხილავენ. სტუდენტებმა მსვლელობით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების რეფორმის გადახედვა არ მოხდება.