აქცია ილია ვეკუას სახელობის საჯარო სკოლასთან
ილია ვეკუას სახელობის საჯარო სკოლასთან დილიდან საპროტესტო აქცია გაიმართა. დასრულდა რამდენიმე წუთის წინ მშობლების შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. შედგა შეთანხმება, რომ სკოლა ჰიბრიდულ რეჟიმზე არ გადავა და მოხდება ალტერნატიული ფართის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოძებნა.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სკოლასთან აქცია იმართებოდა, მშობლების ნაწილის ძირითადი მოთხოვნა ალტერნატიული სივრცის გამოყოფა იყო, სადაც ბავშვები პირველ ცვლაში ისწავლიან. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციისთვისაც და მშობლებისთვისაც შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. უწყების განმარტებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ალტერნატიული ფართის მოძიებაზე, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესის გაგრძელებას შეძლებენ.