შემოქმედებითი ინდუსტრიის კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დღეს გაფიცვა მოაწყვეს, პროტესტის ნიშნად საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს.
მანიფესტაციას გზად სხვადასხვა ჯგუფი, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გააჟღერეს გაფიცვის მთავარი მოთხოვნები – ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა მოითხოვა ღია ეთერი.