აქცია „იფიცება საქართველო“

„იფიცება საქართველო“, – ამ სახელწოდებით ქვეყნის მასშტაბით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა.

15-დან 18 საათამდე კომპანიებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. მოქალაქეები დასაქმების ადგილთან ან წინასწარ დაანონსებულ ლოკაციებზე შეიკრიბნენ. გაფიცულებს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მსხვილი კომპანიების ნაწილი არ გაფიცულა, თუმცა მათ თანამშრომლების გაფიცვის აქციისთვის ხელი არ შეუშლიათ.