აქცია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ

აქცია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ.

პროტესტი „იბიარდის“ კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის მცხოვრებლები. ისინი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდებენ, არ დააფინანსოს ჰესების მშენებლობის პროექტი, ვინაიდან ჰესები გარემოზე ცუდ ზემოქმედებას ახდენს, იწვევს მდინარეების ადიდებას და ტყის მასივების ჩამოშლას.

ამ მოთხოვნით აქცია დღის მანძილზე მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართება.