აქცია გორში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან აქციას მართავს.

მოსახლეობა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. სოფელი მიწის ამ ფართობს საძოვრად იყენებდა. ჯარიაშენის მოსახლეობა მეიჯარის მხრიდან იქ დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და აცხადებს, რომ სოფელი საძოვრების გარეშე რჩება.

აქციის მონაწილეებს გორის მერი შეხვდა. მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ეს ფართობი არა ჯარიაშენს, არამედ ახალუბანს ეკუთვნის და ის 30-წლიანი იჯარით 2003 წელს გასხვისდა. კოტე თავზარაშვილი მოსახლეობას სამართლებრივი გზებით ბრძოლას ურჩევს და აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება იქ სამუშაოები შეაჩეროს.