აქცია გორში

გორში, ნარკოლოგიური ცენტრის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა აქცია გამართეს. შეკრებილები მერიას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და აქ ცხოვრება სახიფათოა. სოციალურ საცხოვრისში 85 ოჯახი ცხოვრობს.

სოციალურად დაუცველები ხვალ აქციას გორის მერიასთან გამართავენ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოსახლეობას დღეს არავინ გამოხმაურებია.