აქცია გორში

„ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს გორში. მანქანების საყვირებით, ქალაქის ქუჩები მოიარეს და ამ ფორმით არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალ თბილისში ოპოზიციის აქციას შეუერთდებიან და საკუთარ ხმებს ამ ფორმით დაიცავენ.