თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, – ამ ლოზუნგით გორში საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები გორის საკრებულოს შენობასთან ყოველ დღე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილები ამბობენ, რომ ლაშა ჯიოშვილის დაკავება არაკანონიერად მოხდა. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულებს და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გუშინ გვიან ღამით დააკავეს. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.