აქცია გმირთა მოედანზე

21:03, 23.11.2024

ამ წუთებში გმირთა მოედანზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს. გაშლილია ორი კარავი, სადაც ცხელი სასმელი რიგდება. ორგანიზატორების განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრება სპონტანურად გადაწყდა.

თავდაპირველად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ. ადგილზე გამოჩნდნენ პარტია „ლელოს“ წევრებიც. მალევე, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ამბობენ, რომ პროტესტი დღეს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

გმირთა მოედანზე მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს ხატია ჯამალაშვილი განაგრძობს.

მსგავსი