აქცია გმირთა მოედანზე

 ამ დროისთვის უცვლელია ვითარება გმირთა მოედანზე, რომელიც ნაწილობრივ აქვს გადაკეტილი ოპოზიციის ლიდერებს. მათი განცხადებით, საპროტესტო აქცია დღეს ღამის 22:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ორი კარავი. ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, დღის განმავლობაში აპირებენ სამანქანო მსვლელობას და საღამოს, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას, მისივე განცხადებით, დილამდე არ დაიშლებიან და 25 ნოემბერს პარლამენტს შეკრებისა და სხდომის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.