აქცია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან

მას შემდეგ რაც ბექა ბასილაიამ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.