აქცია გლდანის ციხესთან

გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით, „არ მოგაკვლევინებთ“ გაიმართა.

აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. ადგილზე შეკრების მოთხოვნა მულტიფუნქციურ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იყო. დღეს, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ციხეში მისმა ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის თავს სუსტად გრძნობს, ამიტომ ადვოკატმა პენიტენციურ სამსახურს თხოვნით მიმართა, სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შეუშვან. ამ წუთებში კი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე ხვდება.