აქცია გენერალურ პროკურატურასთან

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე შეკრებილი მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების განცხადებით, დაკავებულ ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს. აქციის მონაწილეების განმარტებით, აღკვეთის შეცვლა შეუძლია და ევალება პროკურატურას. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათთვის ამ დრომდე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არ არის.