აქცია გენერალურ პროკურატურასთან

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების დაშლაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ზარალი 20 000-მდე ლარს აღემატება. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართეს. საუბარია ორ მუხლზე „ქონების განზრახ დაზიანება“ და „ორგანიზებული ძალადობა“.