აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში

გარდაბანში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ადგილობრივ ბაზარში დასაქმებულები მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ბაზარში პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები მოქმედებს, თუმცა, მათთან მომხმარებელი აღარ მიდის. გარდაბნის მერის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად ზედამხედველობის სამსახური სამართალდამცავებთან ერთად მუშაობს.