აქცია განათლების სამინისტროსთან

18:32, 09.01.2025

ხელახალი არჩევნებისა და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში მასწავლებლები არიან შეკრებილები. ადგილზე სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები მივიდნენ. მათ საკუთარი მოთხოვნები სამინისტროსთან კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს, რის შემდგომაც მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოინაცვლებენ, სადაც საეთერო დროის დათმობის მოთხოვნასთან ერთად სასკოლო განათლების თემატიკაზე ისაუბრებენ. აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კი უკვე პარლამენტთან მიმდებარე აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი