„გააგონე მშობლების ხმა“ – ამ ლოზუნგით, განათლების სამინისტროსთან „საპროტესტო მშობელთა კრება“ გაიმართა. შეკრების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ იყო. ადგილზე მშობლების გარდა სხვა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. საპროტესტო შეკრების მონაწილეების აზრით, მთავრობის მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ, მათივე შვილებს ევროპული მომავალი წაართვა. აგრეთვე, მშობლების თქმით – სკოლის დირექტორები პარტიული წნეხის ქვეშ იმყოფებიან – და ამაზე ხმა განათლების სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა აიმაღლონ. საპროტესტო შეკრების მონაწილე მშობლები ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნებს უერთდებიან.