აქცია განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქცია მიმდინარეობს.

მთავარ მოთხოვნად ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა და სტუდენტების მიმართ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა დასახელდა. ლექტორების მხრიდან გაჟღერდა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც. აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით სამინისტროს თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მიიტანეს და დაწვეს რუსული დიპლომების ნიმუშები რომლებიც აქციის მონაწილეების განცხადებით სიმბოლურად „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გადასცეს. აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.