განათლების სამინისტროსთან პროფესორ მასწავლებლების, მშობლებისა და განათლების სექტორში მომუშავე მოქალაქეები ნაწილი აქციას მართავს. აქცია დაორგანიზებულია მოძრაობა „ქართული განათლება საფრთხეშია“-ს მიერ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომა, განათლების სექტორში რეპრესიების შეჩერება. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ უკვე დაკარგა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა. რასაც აქციაზე მყოფი მონაწილეები აპროტესტებენ.