აქცია განათლების რეფორმის წინააღმდეგ

12:10, 16.02.2026
ღამით აქცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც ლექტორებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეც აღნიშნეს, ისაუბრეს უნივერსიტეტის ღვაწლზე და მის ისტორიაზე. გააპროტესტეს განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ითქვა, რომ მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებენ. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან.
ილიას უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მათ მოთხოვნილი აქვთ შეხვედრა როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და მიმდინარე კვირაში მათგან პასუხს ელოდებიან.

მსგავსი