IBSU-ს აქცია

„განათლების დაკრძალვა“ – ამ სახელწოდების წარმოდგენა გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან.

ახალგაზრდები აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ.

სტუდენტების თქმით, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების უფლება იმ 120 სტუდენტს შეეზღუდა, რომელბმაც პირველ ნომრად გამოცდებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაასახელეს.