„გაიფიცე საქართველო“ – დღეს ამ ლოზუნგით მოქალაქეთა ნაწილი გაიფიცა. მაგალითად „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტი 16:00 საათიდან დაიკეტა. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულმა მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა და სამეწარმეო დაწესებულებებმა სამუშაო პროცესი შეაჩერეს. ნაწილი მუშაობას ხვალიდან განაახლებს, ხოლო ნაწილი, მაგალითად სასტუმრომ სამუშაო პროცესი ორი საათით შეწყვეტა. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ისინი დაანონსებულ მსვლელობებს სხვადასხვა ლოკაციიდან შეუერთდებიან. პროტესტის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იქნება.