აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ

აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ. ნავთობმომპოვებელ კომპანიაში დასაქმებულები, რომლებსაც ხელფასები 11 თვეა არ მიუღიათ, ამჯერად დედოფლისწყაროში მდებარე  ნავთობბაზასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას, დედოფლისწყაროში მოპოვებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ.

მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალების ანაზღაურებაა.

ფრონტერას“  წინააღმდეგ, სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.  კომპანიას 11-თვიანი დავალიანება  84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს.

კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართეს.