აქცია ფოთში

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ფოთის მერიასთან.

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი კვლავ თევზის უსიამოვნო სუნია. აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, გოჩა კურდღელიასთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თევზის გადამუშავებით ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნის გამო მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. ფოთის მერიასთან დღეს მობილიზებული იყო პოლიცია.