აქცია ევროპის მოედანზე

„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია “ – ამ ლოზუნგით დღეს საღამოს აქცია ევროპის მოედანზე გაიმართება. ევროპის მოედნამდე კი მოქალაქეები დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივლენ. აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან. დღევანდელ აქცია-მსვლელობებს უერთდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.