აქცია ევრონესტის ასამბლეის პარალელურად

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა.

აქტივისტები სასტუმრო „ბილტმორთან“ პლაკატებითა და სიმბოლური საარჩევნო ყუთით მივიდნენ. ისინი საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.