„მაფია ან დემოკრატია“ – ამ ლოზუნგით ესპანეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორი ოპოზიციური „ესპანეთის სახალხო პარტია“ იყო. პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩენსს მოუწოდა დანებდეს დემოკრატიას და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მადრიდის მოედანზე გამართულ აქციაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 100 ათასს შეადგენდა.
ოპოზიცია პედრო სანჩესის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს.