კინოს სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ ეროვნული კინოცენტრის ახალ შენობასთან. ისევე როგორც დღის განმავლობაში, სხვადასხვა დაწესებულებებთან მიმდინარე აქციებზე, კინოს მუშაკები ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრას, სოლიდარობას და პოზიციების ღიად დაფიქსირებას ითხოვდნენ. მათთან შესახვედრად ეროვნული კინოცენტრიდან არავინ გასულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს შენობა დაატოვებინა და პროტესტის ეზოში გაგრძელებისკენ მოუწოდა. კინოს სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით, კულტურის მუშაკების მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.