აქცია ეროვნულ ბანკთან

ეროვნული ბანკის შენობასთან აქცია გამართეს საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა. მოქალაქეებს ბანკის წარმომადგენელი შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ გადანაცხდა, ეროვნული ბანკი მზად არის ჩაერთოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, მას შემდეგ რაც ეს ჯგუფი შეიქმნება. სოწრედ ამ შეხვედრებზე განიხილავენ მეანაბრეების მოთხოვნებს, მათი კომუნალური გადასახადებისა და სასესხო ვალდებულებებისგან დროებით გათავისუფლების შესახებ. როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯერ უცნობია. დაზარალებული კრედიტორების მოხთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავის დაწვით იმუქრება.

დატოვე კომენტარი