აქცია ერგნეთში

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია იმართება ერგნეთში.

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერგნეთში შეიკრიბნენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა ერგნეთის საგუშაგომდე აქციის მონაწილეები არ მიუშვეს. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ქვემოჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძისა და მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს. ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ პროცესებში შემგუებლური ხასიათისაა.