აქცია ერევანში

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი. მომიტინგეების ნაწილმა ტიგრან მეცის გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი ნიკოლ ფაშინიანისგან ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებისთვის ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.