აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან
ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს თბილისში გამართულ აქციაზე. ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილებმა ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაყენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მათ უწყების შენობასთან სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები მიიტანეს.