აქცია დიღმის პარკში

დიღმის ჭალებში, „ჯანსაღი გარემოს უფლების“ მოთხოვნით აქცია გაიმართა.

დაუსრულებელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის ორგანიზატორები „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და ადგილობრივი მოსახლეობა არიან. მათი განცხადებით, აქ ხდება ინერტული მასალის არასწორი მოპოვება. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქ არის უკანონო ნაგავსაყრელი და ხელოვნურად ხდება ჭალის ტყეების დაბინძურება.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას და მერიას ზონის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.