აქცია დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ ნავთობბაზასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კომპანიის ყოფილი თანამშრომლები ნავთობმზიდ სატვირთო მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი 11 თვის კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ელოდებიან. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს, დახმარებას და საკითხში დაუყოვნებლივ ჩართვას სთხოვენ.