აქცია ცხრა აპრილის მემორიალთან

1992 წლის 6 იანვარს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა და მონაწილეთა დასჯას მოითხოვენ ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლოს“ წევრები. მოძრაობის წევრებმა აქცია რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გამართეს.

მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობიდან და კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან 28 წლის გასვლის შემდეგაც, მისი მონაწილეები არ დასჯილან, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ.