აქცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან

18:28, 02.04.2026

„ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს“ – ამ მოთხოვნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს.

შეკრებილების  განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების დახოცვას. მათი მოთხოვნაა, რომ  ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა იყოს სრულფასოვანი და გამჭვირვალე. აქციის მონაწილეებმა ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ასევე სურდათ მიუსაფარი ძაღლების ნახვა და ამ მოტივით ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე შევიდნენ. რამდენიმე მიმკედლებელმა თავისი ძაღლი იცნო და ვოლიერიდან გამოუშვა.

მსგავსი